„რომამ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ტემი აბრაჰამი შეიძინა, რის შესახებ, იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა რომაელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ჩელსიმ“ აბრაჰამის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო. გარდა ამისა, თუ ფეხბურთელი იტალიელთა რიგებში წარმატებით ითამაშებს, ლონდონელები დამატებით ბონუსს მიიღებენ.
ამასთანავე, თუ „რომა“ მომავალში აბრაჰამს გაყიდის, „ჩელსი“ ტრანსფერისგან პროცენტს მიიღებს.
გასულ სეზონში აბრაჰამმა ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.