პალოპი “დინამოს” ახალწვეულზე: „პრიეტოს მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველა თვისება აქვს“

0
18

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „სევილიას“ ყოფილმა მეკარე ანდრეს პალოპმა კომენტარი თბილისის „დინამოში“ ანდრეს პრიეტოს ტრანსფერზე გააკეთა.

„პრიეტოს შესაძლებლობები ვიცი და მას ბევრი თვისება აქვს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.

ანდრესი საუკეთესო ასაკშია რათა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და ახალი წარმატებული პროექტის ნაწილად იქცეს.

ესპანეთსა და ინგლისში მიღებული გამოცდილება მის ახალ გუნდსაც გამოადგება“ – განაცხადა პალოპმა.

პრიეტო მადრიდის „რეალის“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი „მალაგას“, „ლეგანესის“ და „ესპანიოლის“ რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი „ბირმინგემ სიტი“ გახლდათ.