მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი “ვალენსიაში” – პირველი ქართველი მეკარე ლა ლიგაში

0
17

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ესპანეთის ლა ლიგაში შედგა.

“ვალენსია” 2021-2022 წლების სეზონის პირველ ტურში შინ “ხეტაფეს” შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და დამაჯერებლად ითამაშა. “ვალენსიას” პირველი მეკარე სილესენი და მისი შემცვლელი დომენეკი ტრავმირებულნი იყვნენ, რის გამო მამარდაშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა.

მან პირველ ტაიმში სტუმართა მიერ შესრულებული საჯარიმოს დროს ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგე “ხეტაფეს” ფეხბურთელის თავური გაანეიტრალა.

მეორე ტაიმში მამარდაშვილმა ვალენსიელები გოლის გაშვებისგან იხსნა, როდესაც “ხეტაფეს” მოთამაშემ ახლო მანძილიდან დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

93-ე წუთზე, მამარდაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ხეტაფელის ახლო მანძილიდა დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა, ხოლო ამ ფაქტმა “მესტალიაზე” შეკრებილი გულშემატკივრების ოვაცია გამოიწვია.

“ვალენსიამ” თამაში მე-11 წუთზე კარლოს სოლერის გატანილი პენალტით მოიგო. მასპინძლები მე-3 წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, რადგან უხეშობისთვის გულამონი გააძევეს, ხოლო “ხეტაფე” 10 კაცით 76-ე წუთზე დარჩა, ვინაიდან კაბაკომ მეორედ გააფრთხილეს.

გიორგი დემეტრაძის (“რეალ სოსიედადი”), შოთა არველაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის (ორივე “ლევანტე”), მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა.

ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელსაც ოდესმე ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მატჩი ჩაუტარებია.