„არსენალმა“ სეზონი ანტირეკორდით დაიწყო

0
13

ლონდონის „არსენალისთვის“ პრემიერ ლიგის 2021-2022 წლების სეზონის სტარტი უიღბლო აღმოჩდა.

მიკელ არტეტას გაწვრთნილი გუნდი შინ პრემიერ ლიგის დებიუტანტ „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.

„არსენალი“ ბოლო 45 წლის მანძილზე ჩემპიონატის დებიუტანტთან პირველად დამარცხდა.

მანამდე, ეს 1976-1977 წლების სეზონის სტარტზე მოხდა, როდესაც „მეთოფეებმა“ საკუთარ მოედანზე „ბრისტოლ სიტისთან“ 0:2 წააგეს.

„ბრენტფორდმა“ ბოლო 74 წლის განმავლობაში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშა.

BRENTFORD, ENGLAND – AUGUST 13: Ivan Toney of Brentford celebrates their second goal scored by Christian Norgaard of Brentford during the Premier League match between Brentford and Arsenal at Brentford Community Stadium on August 13, 2021 in Brentford, England. (Photo by Eddie Keogh/Getty Images)