უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის წოდების მოპოვების პრეტენდენტები დაასახელა.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნომინანტებს შორის ბელგიელი კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), იტალიელი ჟორჟინიო („ჩელსი“) და ფრანგი ნგოლო კანტე („ჩელსი“) არიან.
დე ბრუინმა „სიტისთან“ ერთად პრემიერ ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ჟორჟინიომ და კანტემ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. გარდა ამისა, ჟორჟინიომ იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო-2020-ზე ოქროს მედლები მოიპოვა.
2020 წელს საუკეთესო ნახევარმცველი წოდება დე ბრუინმა მოიპოვა.