ჯიქიამ „სპარტაკთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
17

მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ხელშეკრულება 3+1 სისტემით გააფორმა.

ჯიქია „სპარტაკში“ 2017 წლის იანვრიდან გამოდის. მან მოსკოველთა მაისურით ყველა ტურნირში 137 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

27 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშს სთავაზობდნენ, რუსეთის ნაკრებში 36-ჯერი ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.