გიორგი ქვილითაიამ თავი აპოელის მიერ ჩატარებული პირველივე მატჩში გამოიჩინა.
აპოელმა ახალი სეზონისთვის მზადების ეგიდით ამხანაგური შეხვედრა უმაღლეს დივიზიონში წელს გადასულ პაეკს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. მან 72-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
აპოელის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ორ წევრს – ნახევარმცველებს მურთაზე დაუშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშიათ.