ოთარ კიტეიშვილმა გრაცის “შტურმთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ავსტრიული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
მან კონტრაქტს ხელი მესენდორფში მოაწერა, სადაც ამჟამად “შტურმი” ახალი სეზონის წინ შეკრებას გადის.
“გრაცში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მართლაც საუცხოო გარემოა და მოუთმენლად ველოდები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშსა და გუნდთან ერთად ახალ გამოწვევას” – განაცხადა კიტეიშვილმა ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ.
კიტეიშვილი “შტურმში” 2018 წლიდან გამოდის და ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 88 თამაშში 17 გოლი გაიტანა. მან ავსტრიის თასზე 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.
“არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ოთარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი ბურთის სწრაფად ტარება და ბოლო პასები შესაძლოა ნებიმისმიერი მატჩის დროს გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ხოლო შეტევაში ის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეაა. ფაქტი, რომ მან სხვა შეთავაზებების მიუხედავად არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა, მის ხასიათზე მეტყველებს” – განაცხადა გრაცელთა მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.