„სამპდორიას“ ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

0
20

გენუის „სამპდორიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

გენუელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდი რობერტო დეავერსამ ჩაიბარა, რომელმაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის გასული სეზონის მეორე ნახევარში „პარმას“ ხელმძღვანელობდა, რომელის იტალიის სერია A-დან გავარდა.

აღსანიშნავია, რომ დეავერსა „პარმაში“ მანამდეც მუშაობდა – 2016-2020 წლებში.

„სამპდორიამ“ 2020-2021 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა და გუნდის აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.