იაროსლავ შილჰავის თქმით, ევრო-2020-ის 1/4-ფინალში ბაქოს „ოლიმპიურ“ სტადიონზე დანიასთან 1:2 მარცხის მერე, ფეხბურთელები ძალიან იმედგაცრუებულნი იყვნენ და ზოგიერთმა იტირა კიდეც.
„პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის სხვაობით ვაგებდით და რაღაც უნდა შეგვეცვალა. ამიტომ, კიდევ ერთი თავდამსხმელი დავამატეთ და 4-4-2 სქემით ვითამაშეთ. ჩვენ მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ და გოლი გავიტანეთ, მაგრამ ამის მერე ანგარიშის გასათანაბრებლად ძალა არ გვეყო.
ყველა ჩვენს ფეხბურთელს მადლობას გადავუხდი იმ თამაშისთვის, რომელიც ტურნირის განმავლობაში აჩვენეს. ისინი იმედგაცრუებულნი არიან და ზოგიერთმა იტირა კიდეც. ისტორიულ წარმატებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ 1/4-ფინალში გასვლა ჩეხეთის ფეხბურთის დიდი მიღწევაა.
ჩემი მოთამაშეებით ამაყი ვარ. დაპირისპირება ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია, რომლებიდან ბევრი ისე შორს ვერ გავიდა როგორც ჩვენ. ვფიქრობ, გულშემატკივრები სათანადოდ შეაფასებენ იმ ფაქტს, რომ დანიასთან ბოლო წამამდე ვიბრძილეთ. ყველა მოთამაშე ქებას იმსახურებს“ – ციტირებს შილჰავის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





