გარეთ საუთგეიტი: „ეს ევერესტი არაა“

0
23

გარეთ საუთგეიტისთვის ევრო-2020-ის მეოთხედფინალში გასვლა ევერესტი არაა და უფრო მეტის მიღწევა სურს.

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე დღეს რომში გასამართი 1/4-ფინალის მატჩამდე ისაუბრა.

„უკრაინის ნაკრები კარგი გუნდია. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორ შეძლო ანდრეი შევჩენკომ მისი გარდაქმნა. შემოდგომაზე უკრაინელებმა ერთ ლიგაში რამდენიმე წარუმატებელი მატჩი ჩაატარეს. თუმცა, საკუთარი თავი ხელში აიყვანეს და კარგი შედეგი აჩვენეს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიაფიკაციოში საფრანგეთთან, ასევე, მიმდინარე კვირაში შვედეთთან.

თუ უკრაინელებს თავისუფალ ზონებს მისცემ, ისინი მათ გამოიყენებენ, რადგან სახიფათო თავდამსხმელები ჰყავთ. ჩვენ ერთ მიზანს მივაღწიეთ, რომელიც დავისახეთ, მაგრამ ეს ევერესტი არაა. წინსვლა გვსურს“ – ციტირებს საუთგეიტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისი-უკრაინის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.