აბურჯანია პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ითამაშებს -ქართველის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

0
30

გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიის პრიმერირა ლიგის კლუბ „ჟილ ვისენტეში“ გააგრძელებს, რომელმაც გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფპრმა, რასაც პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

აბურჯანია გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „კარტახენში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიატანა.

ის კარიერის მანძილზე  რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ტვენტესა“ და „ოვიედოში“ გამოდიოდა.

მან საქართველოს ნაკრებში 20-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

აბურჯანის მეორე ქართველია, რომელიც „ჟილ ვისენტეში“ ითამაშებს. მანამდე, ნახსენებ გუნდში ავთო ებრალიძე ასპარეზობდა – 2013-2017 წლებში.

აბურჯანიას ახალ გუნდში დებიუტი უკვე შედგა. მან “ვიზელასთან” 3:2 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 35 წუთი გაატარა და საგოლე პასი გააკეთა.