დიდიე დეშამის თქმით, ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ბუქარესტში „ნაციონალ არენაზე“ შვეიცარიასთან მატჩში ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის მერე მომღიმარი სახეები ჰქონდეთ.
„მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. წაგებული ტურნირს ემშვიდობება და ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საფინალო სასტვენის მერე გავიღიმოთ.
შვეიცარიას დიდ პატივს ვცემს და პეტკოვიჩის მიერ შესრულებულ სამუშაოს ვაფასებ. ამ გუნდს ფიფას რეიტნგში მაღალი ადგილი შემთხვევით არ უკავია. ემბოლო, სეფეროვიჩი და შაქირი შეტევაში საგოლე მომენტებს ქმნიან.
ჯაკა და ფროილერი მოედნის ცენტრში მუშაობენ – შვეიცარიას მართლაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს.
სავარაუდოდ, შვეიცარია მაღალ პრესინგს გვეთამაშება, მაგრამ ზოგჯერ დაცვაშიც ღრმად ჩაჯდება. წინასწარ რამის თქმა რთულია. ეს იოლი კითხვა არაა, რადგან მეტოქის მოქმედებებს ვერ განვსაზღვრავ. ჩვენი ამოცანაა მეტოქის ნებისმიერ ტაქტიკას გავუმკლავდეთ და თამაში მოვიგოთ.
ლუკა დინი, მარკუს ტურამი და ჟიულ კუნდე ნამდვილად არ ითამაშებენ. თუმცა, შესაძლოა ლუკა ერნანდესი მოედანზე ვიხილოთ.
ამინდის პროგნოზისტი არ ვარ და არ ელოდოთ, რომ ასეთ რამეზე დავიჩივლებ. ზოგს დღის 3 საათზე თამაში უწევს, ზოგი უფრო მეტს მოგზაურობს. ამ თემაზე ჩემი სამწვრთნელო შტაბი არ ფიქრობს. რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო ნიუანსები – მაგალითად დროში სხვაობ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია“ – ციტირებს დეშამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
