გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის 1/8-ფინალში გასვლა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა.
გერმანელები მიუნხენში „ალიანს არენაზე“ უნგრელებს დაუხვდნენ და უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ შეხვედრაში მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.
თამაშის მე-11 წუთზე ანგარიში უნგრელთა ფორვარდმა ადამ სალაიმ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
66-ე წუთზე, მათს ჰუმელსის პასის მერე კაი ჰავერცმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
68-ე წუთზე, სალაის გადაცემით ადამ შაფერმა უნგრელები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
გერმანელები ჯგუფში ჩარჩენას ლეონ გორეცკამ გადაარჩინა, რომელმაც მეტოქის კარი 84-ე წუთზე აიღო.
გერმანიამ 4 ქულით F ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო უნგრეთმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.




