რობერტ პეიჯი: „გამარჯვება ყოველთვის გვსურს და მატჩამდე არცთუ მარტივი გადაწყვეტილება მივიღე“

0
25

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტ პეიჯის თქმით, ევრო-2020-ის A ჯგუფის ბოლო ტურში იტალიასთან (0:1) მატჩამდე არცთუ მარტივი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გამარჯვებას ჰგავს. რადგან ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ. ვიცი, რომ რთული მატჩი გველოდა და დაცვაში „ღრმად“ თამაში მოგვიწევდა.

სრული შემადგენლობითაც იტალიასთან თამაში რთულია, ხოლო როდესაც მოედანზე 10 კაცით რჩები, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ დამატებით აღმართზე ახვიდე. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათზე უფრო კარგად საუბარი არ გამომივა, ვიდრე ეს დაიმსახურეს. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.

თითოეულმა თავისი დავალება შეასრულა. გამარჯვება ყოველთვის გსურს და მატჩამდე არცთუ მარტივი გადაწყვეტილება მივიღე. ყველა მოთამაშემ ქება დაიმსახურა“ – იუწყება უელსელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.