კოლუმბიის პირველი მარცხი, ვენესუელამ და ეკვადორმა ქულები გაიყვეს

0
20

ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მე-3 ტურის მატჩები გაიმართა.

B ჯგუფში კოლუმბიის ეროვნული ნაკრებში ქალაქ გოიასში პედრო ლუდოვიკო ტეიშეირას სახელობის სტადიონზე პერუს შეხვდა და 1:2 დმარცხდა.

შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში პერუელმ სერხიო პენამ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

57-ე წუთზე კოლუმბიელმა მიგელ ბორხამ პენალტიდან საპასუხო გოლი გაიტანა.

64-ე წუთზე, მცველმა იერი მინამ ავტოგოლი მიითვალა და კოლუმბიამ ტურნირზე პირველი თამაში წააგო.

B ჯგუფის მეორე მატჩში ვენესუელამ და ეკვადორმა ქულები გაიყვეს – 2:2.

შეხვედრის 39-ე წუთზე ეკვადორი ედერ პრესიადომ დააწინაურა. 51-ე წუთზე, ედსონ კასტილიომ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

71-ე წუთზე, გონსალო პლატამ ეკვადორელებმა კიდევ ერთხელ დააწინაურა. თუმცა, ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე რონალდი ერნანდესმა მეტოქის კარი აიღო და ვენესუელას ქულა გადაურჩინა.