ლუის ენრიკე: „გულწრფელად გეტყვით, რომ უფრო მეტის მიღწევას ვგეგმავდით“

0
24

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ პოლონელებთან მატჩში გადამწყვეტი მომენტი პენალტის ვერგატანა იყო.

მან ამის შესახებ E ჯგუფში სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე პოლონეთთან ფრედ (1:1) დამთავრებული მატჩის მერე ისაუბრა, რომელშიც ესპანელმა ფორვარდმა ხერარდ მორენომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

„მსურს ამ მატჩს ძალიან მშვიდად შევხედო და გავაანალიზო. მან არცთუ კარგი შეგრძნება დაგვიტოვა. შესაძლოა, ვდომინრებდით, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის არასაკმარისი იყო.

პოლონეთის თამაში მომეწონა. მეტოქემ ჩვენს კართან რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. შესაძლოა, ზოგ ეპიზოდში ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობდით, იმის მაგივრად, რომ სწორხაზოვნად გვეთამაშა. სამწუხაროა, რომე პენალტი ვერ გავიტანეთ, რადგან ეს გადამწყვეტი მომენტი იყო.

გულწრფელად გეტყვით, რომ უფრო მეტის მიღწევას ვგეგმავდით, მაგრამ არ გამოვიდა. შედეგი ხშირ შემთხვევაში გუნდის თამაშის ნაკლს წარმოაჩენს. როდესაც შედეგი დადებითი არაა, სიტუაციის საფუძვლიანად გაანალიზება საჭიროა“ – იუწყება ენრიკეს ნათქვა,ს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.