საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის პირველი მოდული გაიმართა.
პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდები, ტექნიკის ელემენტები და ა.შ
C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 27 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.
