ტიაგუ სილვამ და ოლივიე ჟირუმ „ჩელსისთან“ კონტრაქტები გაახანგრძლივეს

0
36

ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველი ტიაგუ სილვამ და ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტები გააფორმეს.

ორივე მათგანი ლონდონურ კლუბში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ბრაზილიელი „ჩელსის“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ჟირუს ინგლისელებთან ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულში ეწურებოდა და მხარეები თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელეს.

ფრანგი „ჩელსიში“ 2018 წლიდან გამოდის და 119 მატჩში 39 გოლი გაიტანა.