
„ინდიანა პესიერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასციაციის მორიგ სათამაშო დღეს „ინდიანა პეისერსმა“ შინ „ფილადელფია“ 103:94 დაამარცხა და პლეი-ინში თამაში გაინაღდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 17:30 წუთი გაატარა.
ბითაძემ თამაშიდან ვერცერთი ბურთი ჩააგდო, ხოლო ოთხოდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა. ამასთანავე, მან 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
„პეისერსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 13 მოხსნა.
მასპინძლებში ყველაზე მეტი ქულა კრის ლევერტის ანგარიშზეა – 24.
„ინდიანა“ 33 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ 14 მაისს „მილოუკისთან“ ჩაატარებს.




