„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელმა მესიმ ბუცები, რომლითაც ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდი გააუმჯობესა. აუქციონზე გაყიდა.
Christie’s აუქციონზე არგენტინელი ვარსკვლავის ბუცები 125000 გირვანქა სტერლინგად გასხვისდა.
მესიმ შემოსული თანხა ბარსელონას საუნივერსიტეტო კლინიკა ვალ დებრონს გადაურიცხა.
შეგახსენებთ, რო მესიმ „ბარსელონას“ მაისურით 644 გოლი გაიტანა და „ფეხბურთის მეფედ“ წოდებულ პელეს (643 გოლი „სანტოსში“) რეკორდი დაამხო.
