ხვიჩა კვარაცხელია: „ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი“

0
36

ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ business-gazeta.ru-სთან ინტერვიუშ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების გარდა სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაში არ წარმოუდგენია.

-წარმოიდგენეთ ასეთი ვითარება: სლუცკი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა შემოგთავაზა. რას უპასუხებდი?

ხვიჩა კვარაცხელია: „მე ქართველი ვარ. საქართველოში დავიბადე და ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებდი. მართალია, მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა და ვერცერთ დიდ ტურნირზე მოხვდა, ხოლო შემდეგ გარეთ ბეილი გამოჩნდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველა თავის გზა აქვს.