მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, გაგრის მკვიდრის, იური ძიძიგურის სახელობის ტურნირი კალათბურთში, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს თანადგომით. ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი: სოხუმი-1, სოხუმი-2, ვინგზი, ოვერტაიმი, თბილისი-ბასკეტი, მართვე, რუსთავი და ქუთაისი. ტურნირი ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, “ა” და “ბ” ჯგუფებში მეორე ადგილოსნები( ვინგზი და ქუთაისი) ბრინჯაოს მედლებისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც გამარჯვებული ვინგზი (47-44) გამოვიდა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ხოლო, ქვეჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები (სოხუმი-1 და თბილისი-ბასკეტი) ოქროს მედლების მოსაპოვებლად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ბრძოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ სოხუმელთა გამარჯვებით (66-39) დასრულდა და იური ძიძიგურის თასს სოხუმის გუნდი დაეუფლა.
ჩემპიონ სოხუმელებს მთავარი ტიტულისთვის განკუთვნილი თასი იური ძიძიგურის ვაჟმა, ირაკლი ძიძიგურმა გადასცა.
