იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინა“ 3:2 დაამარცხა.
განვლილ შეხვედრაში ბერგამოელთა უკრაინელმა ლეგიონერმა რუსლან მალინოვსკიმ 2 საგოლე პასი შეასრულა.
27 წლის ფეხბურთელმა ამდენივე საგოლე გადაცემა 29-ე ტურში „უდინეზესთან“ (3:2) საშინაო შეხვედრაშიც მიითვალა.
ამრიგად, 2013 წლის შემდეგ მალინოვსკი პირველი მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ ორ თამაშში თავის ანგარიშზე მინიმუმ 2 საგოლე პასი ჩაიწერა. მსგავსი რამ ბოლოს (2013 წელს) „უდინეზეს“ ნახევარმცველმა ანდრეა ლაზარიმ მოახერხა.
ეს სტატისტიკა 2004-2005 წლებიდან წარმოებს და მანამდე ასეთი შედეგი შემდეგმა ფეხბურთელებმა აჩვენეს: ფაბრიციო მიკოლი („პალერმო“, 2012), ანტონიო კასანო („მილანი“, 2011) და ლუიშ ფიგუ („ინტერი“, 2007).
სხვათა შორის, იტალიის პირველობაზე მოასპარეზე ლეგიონერებს შორის მალინოვსკის გარდა, მიჯრით ორ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მხოლოდ ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ მოახერხა.
