ლევან კორღალიძე თბილისის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
მან ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში შინ ქობულეთის „შუქურასთან“ (2:2) ფრედ დასრულებული თამაშის მერე განაცხადა.
კორღალიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრა მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.
ის თბილისელთა თავკაცად 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.
