გურამ გიორბელიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, გამიხარდა რომ ამ მიზანს მივაღწიე, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება”- განაცხადა ავსტრიის „ვოლფსბერგერის“ მარცხენა მცველმა.
25 გიორბელიძე „ვოლფსბერგერში“ მიმდინარე სეზონის წინ გორის „დილადან“ გადავიდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში 6 მატჩი ჩაატარა.





