ჯანო ანანიძე: „ბათუმის „დინამოში“ სიამოვნებით დავრჩები“

0
19

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოში“ თამაშს არ გამორიცხავს. 28 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ championat.com-თან ინტერვიუში განაცხადა:
„საქართველოს დავბრუნდი და ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელებს ვთხოვე, რომ ვარჯიშის უფლება მოეცათ, რადგან მოედანზე გასვლა მსურდა. ისინი დამთანხმდნენ. უკვე ორი კვირაა ბათუმელებთან ერთად ვვარჯიშობ და სათამაშო ფორმის აღდგენა მსურს. თითქმის უკვე დავიკელი ყველა ზედმეტი კილოგრამო. ვვარჯიშობ და პლუს ვასრულებ პროგრამას, რომელიც ვლადმა მომცა.
წინადადებები თურქეთიდან და ყაზახეთიდან მქონდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან დამირეკეს. თუმცა, ჯერ წასვლა არსად მინდა, რადგან ფორმაში არ ვარ. სრულფასოვანი შეკრების გავლა მჭირდება, რათა რიტმში ჩავჯდე და ვითამაშო. ამიტომ, ახლა ბათუმში ვარ და აქ დარჩენაზე უარს არ ვიტყვი. ეს ჩემი სურვილია და თუ ბათუმელებთან კონტრაქტს გავაფორმებ, გამეხარდება, მაგრამ გადაწყვეტილება მათი მისაღებია.
ახლა სანაკრებო მატჩების გამო ჩემპიონატში პაუზაა. სხვათა შორის, მსურს მომავალ მატჩებში ბიჭებს წარმატება ვუსურვო. მინდა, ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში ამხანაგური თამაშები ჩავატარო.
თუმცა, ერთია, როდესაც ვარჯიშობ, ხოლო მეორე როცა სრულფასოვანი კონტრაქტი გაქვს. მინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რათა კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე მოვახდინო. თამაში მინდა. ასე რომ ბათუმში სიამოვნებით დავრჩები თუ ხვალ მადრიდის „რეალიდან“ არ დამირეკავენ“- თქვა ანანიძემ.