პირველი წრის ბოლო მატჩში საბურთალომ სამტრედიაში იმარჯვა

0
28

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის და შესაბამისად პირველი წრის ბოლო მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც გათამაშების დებიუტანტები საბურთალოს დაუპირისპირდნენ.  მასპინძლები ამ შეხვედრაში ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. კახა კაჭარავას გუნდმა 21-ე წუთზე გიორგი ახალაძის მიერ გატანილი გოლით ანგარიში გახსნა.  პირველ ტაიმში სამტრედიამ კარი მშრალად შეინახა, თუმცა შესვენების შემდეგ საბურთალომ მატჩის შემოტრიალება და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა.

ანგარიში 66-ე წუთზე ელვინ ტერამ გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ცვლილებაზე შემოსულმა 18 წლის გიორგი გულიაშვილმა  ტერას პასით გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

პირველ წრეში დაუმარცხებელი მხოლოდ ბათუმის დინამოა, მეორე წრე კი სტარტს 12 აგვისტოს აიღებს.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დინამო თბ დინამო თბ 9 5 3 1 16 4 12 18
2. დინამო ბთ დინამო ბთ 9 4 5 0 16 5 11 17
3. დილა დილა 9 4 4 1 14 6 8 16
4. საბურთალო საბურთალო 9 4 4 1 11 7 4 16
5. თელავი თელავი 9 2 6 1 9 6 3 12
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 9 3 3 3 11 14 -3 12
7. ტორპედო ტორპედო 9 2 3 4 7 13 -6 9
8. სამტრედია სამტრედია 9 2 2 5 7 16 -9 8
9. ჩიხურა ჩიხურა 9 1 2 6 7 16 -9 5
10. მერანი თბ მერანი თბ 9 0 4 5 3 14 -11 4