ლეო მესი: “ასე თუ ვითამაშეთ, “ნაპოლისთან” დავმარცხდებით”

0
25

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი მადრიდის ,,რეალის” ჩემპიონობას გამეოხმაურა:
,,რეალმა საკუთარი საქმე გააკეთა. მათ ჩემპიონატის განახლების შემდეგ ქულა არ დაუკარგავთ, თუმცა მეტოქეს გაჩემპიონებაში ჩვენც დავეხმარეთ.
,,ბარსელონა” სტაბილური არ ყოფილა – დავკარგეთ ქულები ისეთ მატჩებში, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, ეს მთელ გუნდს ეხება. ჩვენ ,,ბარსელონა” ვართ და ვალდებულები ვართ, რომ ყველა შეხვედრა მოვიგოთ.
რომი, ლივერპული… ქომაგები მოთმინებას კარგავენ, რადგან მათ ვერ ვახარებთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გვინდა, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ,,ნაპოლისთან” დავმარცხდებით”, – მესის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.