შენგელია და მაკფადენი ლიგა ენდესას ნახევარფინალში

0
55

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, პლეი ოფში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია და ესპანეთს კალათბურთში ახალი ჩემპიონი ეყოლება.
A ჯგუფის ბინადრებს, „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ B ჯგუფიდან მასპინძელი „ვალენსია“ და „სან პაბლო ბურგოსი“ შეუერთდნენ. შარშანდელი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ ჯგუფში ჩარჩა, რადგან უშუალო კონკურენტ „ბურგოსთან“ მეორე ტურში მარცხი იგემა და როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გამოდგა.
თად მაკფადენის „ბურგოსმა“ დრამატულ შეხვედრაში „მორაბანკ ანდორას“ 88:86 მოუგო და ნახევარფინალში ვერ გავიდა. „ბურგოსი“ მთელი თამაში ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლოსკენ მოახერხა თამაშის მისთვის სასიკეთოდ მოტრიალება. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 26:25 წუთში 13 ქულა, ერთი მოხსნა და ორი პასი მიითვალა. თადმა 4-დან 3 ორქულიანი (75%), 6-დან ერთი სამქულიანი (17%) და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო (80%). სხვათა შორის ის ერთადერთი სამქულიანი მოედნის ცენტრიდან სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო. მაკფადენის მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

ამრიგად, ნახევარფინალი დაკომპლექტდა. 28 ივნისს, „ბარსელონა“ თად მაკფადენის „ბურგოსს“ შეხვდება, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ მეტოქე იმავე დღეს „ვალენსია“ იქნება. ფინალი 30 ივნისსაა დაგეგმილი. ესპანეთის ჩემპიონობის შანსი საქართველოს ნაკრების ორ კალათბურთელს აქვს.