ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის განახლების გრაფიკი. როგორც ცნობილია, სეზონი 25 ივნისს მესამე ტურიდან გაგრძელდება, პირველად კი ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და სუპერთასის მფლობელი საბურთალო გაეჯიბრებიან. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ტურის მატჩები ოთხ დღეზე არის გადანაწილებული, სრული გრაფიკი კი ასე გამოიყურება.
ეროვნული ლიგის III ტური
25 ივნისი, ხუთშაბათი
18:00 საბურთალო – დინამო თბ (მიხეილ მესხი)
21:00 დინამო ბთ – თელავი (ანგისა)
26 ივნისი, პარასკევი
21:00 ლოკომოტივი – მერანი თბ (მიხეილ მესხი 2)
27 ივნისი, შაბათი
21:00 დილა – სამტრედია (თენგიზ ბურჯანაძე)
28 ივნისი, კვირა
21:00 ტორპედო – ჩიხურა (რამაზ შენგელია)
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის გაგრძელების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გლობალური პანდემიის გამო, ეროვნული ლიგა მაშინ შეწყდა, როდესაც სატურნირო ცხრილს 6 ქულით თბილისის ლოკომოტივი ლიდერობდა, 4-4 ქულით მეორე-მესამე ადგილებს საბურთალო და გორის დილა იყოფენ, მეოთხე პოზიციაზე კი 3 ქულით სამტრედიაა. მხოლოდ შემდეგ მოდიან 2-2 ქულით დინამო ბათუმი და დინამო თბილისი.