“ბრიუგე” ბელგიის 2019/20 წლების ჩემპიონად გამოცხადდა. ბელგიის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ სეზონის ვადამდე დასრულების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” ბელგიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატის შეწყვეტამდე ჟუპილერ ლიგის რეგულარული ტურნირის დასრულებამდე ერთი ტური იყო დარჩენილი, რის შემდეგაც გუნდები საჩემპიონო და გასავარდნ ჯგუფებში უნდა განაწილებულიყვნენ. პაუზამდე “ბრიუგეს” 29 მატჩში 70 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარ გენტს 15 ქულით უსწრებდა.
მთავარი ნიუსი ქვილიათაია და ჩაკვეტაძე – ბელგიის ვიცე-ჩემპიონები