ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა, ორივეში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და ყველაფერი საპასუხო შეხვედრებში გადაწყდება.
დორტმუნდის “ბორუსიას” და პარიზის პსჟ-ს დაპირისპირებაში ვიდრე პირველი გოლი არ გავიდა, თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 69-ე წუთზე ჰალანდმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ “პარი სენ ჟერმენი” გააქტიურდა და ნეიმარმა საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, პარიზელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა – ზეაქტიურმა ჰალანდმა მეორედ დალაშქრა კეილორ ნავასის კარი.

მარკო ვერატიმ ევროტურნირებზე პსჟ-ში 58-ე მატჩი ჩაატარა და გუნდის რეკორდსმენი გახდა. მან და მენემ მორიგი ყვითელი ბარათები მიიღეს და საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ერნან ჰალანდი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ტურნირზე ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა და ორივე გუნდში გაიტანა – “ზალცბურგში” ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა, “დორტმუნდში” კი იანვარში გადავიდა.
მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულის” დაპირისპირების წინ მასპინძელთა ნახევარმცველმა საულმა თქვა, ვიცით, როგორ მოვიგოთო, დებიუტში თავისი გუნდი დააწინაურა და “წითლების” ოთხმატჩიანი გოლგაუშვებელი სერია შეწყდა. საულმა პლეი ოფში “როხიბლანკოში” მეხუთე გოლი გაიტანა. მასზე მეტი, 6 გოლი მხოლოდ ანტუან გრიზმანს აქვს გატანილი.
ანგარიში ამის შემდეგ არ შეცვლილა და სიმეონეს გუნდი “ენფილდზე” ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება. სიმეონეს შთამბეჭდავი სერია გრძელდება – ჩოლოს ხელმძღვანელობით ,,ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შინ არასდროს არ წაუგია.
რაც კლოპი ჩაუდგა სათავეში, “ლივერპულმა” მთელი მატჩის განმავლობაში მეორედ ვერ დაარტყა ბურთის კარის ჩარჩოში და მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.