გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ბოლონიის “ვირტუსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელი კანარელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 80:72.
საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, 18 ქულა, შვიდი მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოინაგრა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულას მოუყარა თავი და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე მარსელინიომ ბრაზილიის დროშა შემოიხვია, გიორგიმ – საქართველოსი და ასე იზეიმეს მეტად საპატიო თასის აღება.
“ტენერიფემ” მეორედ მოიგო ხსენებული ტიტული (პირველად 2017-ში), გიორგი შერმადინი კი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო!