ქუთაისის “ტორპედო” ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს. ამ ინფორმაციას გუნდი სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს.
როგორც ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, აცხადებს იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია და მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური დეტალებია.
გიორგი ჭიღვარია: “იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. “ტორპედოს” პრობლემა გადაჭრილია – პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომელიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული”.
ფაბრიციო მანინო: “აქ ქუთაისის ტორპედოს შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება”.
მთავარი ნიუსი გადაწყდა: “ტორპედოს” იტალიელი მფლობელი ეყოლება