სერია A-ში ,,იუვენტუსის” მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ტურინული გუნდის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ,,ბებერი ქალბატონების” ყოფილი თავდამსხმელის ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა.
,,უდინეზესთან” სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრაში ბუფონმა ,,იუვენტუსის” შემადგენლობაში 478-ე მატჩი ჩაატარა (იტალიის ჩემპიონატში). ტურინული გრანდის მაისურით იტალიის ჩემპიონატში გამართული შეხვედრების რაოდენობით მესამე ადგილს ჯამპიერო ბონიპერტი (443) იკავებს, მეოთხე ადგილზე გაეტანო შირეაა (377), მეხუთეზე კი – ჯუზეპე ფურინო (361).
ბუფონის ანგარიშზე სერია A-ში სულ 646 მატჩია, ამ მაჩვენებლით ჯიჯი მხოლოდ პაოლო მალდინის ჩამორჩება, რომელსაც 647 მატჩი აქვს გამართული.