ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ავსტრიული “ზალცბურგის” სკანდინავი შემტევი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.
19 წლის ნორვეგიელი გახდა პირველი თინეიჯერი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ ხუთ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ შეხვედრაში მეტოქეთა კარი რვაჯერ აიღო – მან ბელგიის “გენკს”ოთხი, იტალიის “ნაპოლის” სამი, ხოლო ინგლისის “ლივერპულს” ერთი გოლი გაუტანა.
