ფაბიო კაპელო: “კრიშტიანუ რონალდუმ სისწრაფე დაკარგა”

0
52

ავტორიტეტული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ სისწრაფე და სპრინტი დაკარგა. „ატლეტიკოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში იყო მომენტი, როდესაც კრიშტიანუს მეკარესთან პირისპირ გასვლა შეეძლო. კართან ყველაზე ახლოს იყო მოედნის ცენტრში, თუმცა გზად ორი მცველი წამოეწია და პორტუგალიელმა მომენტი გაანიავა.
კაპელომ არგუმენტად სწორედ ეს ეპიზოდი მოიშველია და თქვა, რომ კრიშტიანუმ სისწრაფე დაკარგა.
„რონალდუმ სისწრაფე დაკარგა. ასეთ ეპიზოდში მინიმუმ კარში დაარტყამდა, მაგრამ ახლა ორი მცველი დაეწია. საჯარიმოში ისევ რჩება ნომერ პირველ ფეხბურთელად, მაგრამ მცველებთან პრობლემებს განიცდის. პოზიცია? მეც იმავე პოზიციაზე ვათამაშებდი, სადაც ამჟამად თამაშობს“, – განაცხადა კაპელომ.
გუშინ ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ პაულო დიბალას გოლით დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.