ბათუმის სტადიონზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დაიწყო

0
52

ბათუმის მშენებარე სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო.
კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონალური და დასაკეცი. პირველ იარუსზე სტაციონალური, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები განთავსდება.
სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული.
თითოეული სკამი ანტივანდალური,ცეცხლმედეგი და მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია, შესაბამისად საექსპლუატაციო ვადა საკმაოდ მაღალია.
შეგახსენებთ, უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდება და ბათუმის 20 ათასი გულშემატკივრის ტევადობის სარბიელი ექსპლუატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.