იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში, “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მაურიციო სარიმ 55-ე წუთზე შეცვალა, რასაც პორტუგალიელის მხრიდან უკმაყოფილება და სტადიონის დატოვება მოჰყვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული ინციდენტი შეისწავლა და გადაწყვეტილება მიიღო – რონალდუ არ დაისჯება, თუმცა გუნდის წინაზე ბოდიშის მოხდა მოუწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნედვედი და პარატიჩი რონალდუს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.