ზივზივაძის მეექვსე გოლი სეზონში

0
44

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
„მეზიოკიოვეშდი“ სტუმრად „ზალაეგერშეგის“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა საპასუხო გოლი მე-60 წუთზე გაიტანეს.
ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში 11 მატჩში თავი 6 გოლს მოუყარა. „მეზიოკიოვეშდი“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.