გრიზმანმა სადებიუტო გოლი გაიტანა

0
33

კატალონიის ბარსელონასა და ნაპოლის შორის ამხანაგური შეხვედრა ესპანური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

ოთხივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში 48-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. 56-ე წუთზე ბარსას რიგებში სადებიუტო გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ორ წუთში სუარესმა დუბლი შეასრულა, ხოლო 63-ე წუთზე უსმან დემბელემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.