რატომ დასაჯა უეფამ “დინამო”

0
57

8 აგვისტოს “ფეიენორდი”-თბილისის “დინამოს” მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.
უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.
რეალური მიზეზი “დინამო” – “გაბალას” დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით “88” გახდა.
უფრო კონკრეტულად “88” არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება – ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის “დინამოს” პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.
როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ხუთი დღის განმავლობაში პასუხი ცნობილი გახდება.