თბილისის „დინამო“ მატჩამდე უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და სტატუსის გამართლება არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე გუნდია, რომელმაც ევროთსებზე 6 უპასუხო გოლი გაიტანა.
1996-1997 წლების სეზონში ბათუმის „დინამომ” თასების მფლობელთა თასზე შინ ფარერების „ჰაფნარს” 6:0 მოუგო. 2009/10 წლების სეზონში „ზესტაფონმა”ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლისბურნ დისტილერი” 6:0 დაამარცხა.
ინტერტოტოს თასზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ აღარ ტარდება, ქუთაისის „ტორპედომ” სომხეთის „ერებუნს” 1998 წელს 6:0 მოუგო.
მასპინძლები უპირატესობას პირველიდან ბოლო წუთამდე ფლობდნენ და გატანილი გოლებიც სრულიად ლოგიკურია.
მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა, რომელმაც დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი სტუმართა მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გავიდა.
გატანილი გოლიდან ერთ წუთში, გუჯა რუხაიამ მარჯვნიდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფი ლევან კუტალიას თავურის შემდეგ, ანდორლები გოლის გაშვებას კოკამ გადაარჩინა.
მე-20 წუთზე გიორგი კუხიანიძემ შორი მანძილიდან „გაისროლა“ და ანდორელთა კარის დარაჯმა თანაგუნდელები ვერ გადაარჩინა – 2:0. კუხიანიძემ თბილისელთა მაისურით პირველი ბურთი მიითვალა.
ტაიმის დასრულებამდე ნინუამ კიდევ სამჯერ სცადა საჯარიმო დარტყმიდან გაეტანა, მაგრამ ყოველ ჯერზე ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.
შესვენებამდე გასვლას ბევრი არაფერი აკლდა, რომ ნოდარ ქავთარაძემ მარცხენა ფლანგიდან შუაში შეიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა – კოკამ ბურთი ხელში გაჭირვებით დააფიქსირა.
53-ე წუთზე ანდორელებმა პირველი სახიფათო შეტევა განახორციელეს, როდესაც სერამ დაცვის მარცხენა ფლანგზე გვერდი ქიმაძეს აუარა და პასი მასპინძელთა საჯარიმოში მყოფ ლაფონტს გაუკეთა, რომელმაც ხელსაურელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ პერალესს პრობლემა არ შექმნია.
ცოტა ხანში, სტუმართა საჯარიმოში ბურთი ლევან კუტალიამ მიიღო, რომელიც ერთ მოწინააღმდეგეს გასცდა, მაგრამ უზუსტოდ დაარტყა.
62-ე წუთზე, ნინუამ მარცხნიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი მეტოქის კართანჩ აჰკიდა, სადაც ყველას საჰაერო ორთაბრძოლაში კუტალიამ აჯობა და ალბათ გოლი მის ანგარიშზე ჩაიწერებოდა, ნოდარ ქავთარაძეს ცარიელ კარში რომ არ დაემატებინა. დინამოელთა ახალწვეულმა სადებიუტო გოლი გაიტანა.
68-ე წუთზე, ქიმაძემ რეიდი განახორციელა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრის შემდეგ წააქციეს. მსაჯის მიერ დანიშვნული პენალტი გოლად „პანენკათი“ კუტალიამ გარდასახა.
76-ე წუთზე, ანდორელები თავის ნახევარზე შეცდნენ, რითაც კუტალიამ კარგად ისარგებლა, ბურთს დაეუფლა და საჯარიმოში შესულმა პასი კუხიანიძეს მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 5:0.
81-ე წუთზე, ზარიამ დინამოელთა კომბინაცია გოლით დააგვირგვინა – 6:0.
„დინამომ“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა, სადაც აზერბაიჯანის თასის მფლობელ „გაბალას“ დაუპირსპირდება.
„დინამო“ (თბილისი) – „ენგორდანი“ (ანდორა) 6:0 (2:0)
11 ივლისი. თბილისი. „დინამო არენა“
„დინამო“: პერალესი, მონხილი, რუხაია, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა, 75), კუტალია, ნინუა, პაპავა (ზარია, 57), შენგელია (დაფე, 63), ქავთარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„ენგორდანი“: კოკა, ბოუჰარმა, ბრიტო, დეივისი, გომესი (მანერო, 90+3), ლაბორდა (პეპე, 71), ლაფონტი (გუიდა, 85), სერა, სპანო, ვარელა, აგუერო.
მთავარი მწვრთნელი: ფილიპე ბუსტო
გოლი: 1:0 ნინუა (6), კუხიანიძე (21), ქავთარაძე (61), 4:0 კუტალია (69), კუხიანიძე (71), ზარია (81)
გაფრთხილება: ბოუჰარმა (5), ვარელა (66), კუტალია (71), სპანო (71), ზარია (79), პეპე (85)
მთავარი მსაჯი: მორტენ კროგი