სარის შემცვლელად “ჩელსი” ექვს სპეციალისტს განიხილავს

0
90

ლონდონის ,,ჩელსი” მაურიციო სარის შესაძლო შემცვლელად ექვს მწვრთნელს განიხილავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით ,,არისტოკრატთა” ყურადღების ცენტრში მასიმილიანო ალეგრი, ლორან ბლანი, ნუნუ ესპირიტო სანტუ, ხავი გრასია, ფრენკ ლამპარდი და სტივ ჰოლანდი არიან.

იტალიური პრესაში აქტიურად იწერება, რომ მაურიციო სარი ტურინის ,,იუვენტუსს” ჩაიბარებს. სპეციალისტი ლონდონის ,,ჩელსიში” წელიწადია მუშაობს. სადებიუტო სეზონში ,,არისტოკრატებმა” მისი ხელმძღვანელობით ევროპა ლიგა მოიგეს.