პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა Business Insider-მა გულშემატკივართა შორის გამოკითხვა მოაწყო ამერიკის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენის მიზნით. ერთგვარ რეფერენდუმში 1082 ქომაგმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ყველა დროის უძლიერეს მოთამაშედ მაიკლ ჯორდანი დაასახელეს. „ჩიკაგო ბულზის“ შემადგენლობაში ნბა-ს ექვსგზის ჩემპიონს გამოკითხულთა 66 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამგზის ტრიუმფატორმა ლებრონ ჯეიმსმა („მეფე ლებრონმა“ ტიტულები „მაიამი ჰითსა“ და „კლივლენდ კავალიერზთან“ ერთად დაისაკუთრა) მხოლოდ 10.4 პროცენტი დააგროვა.
