სოლსკიაერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს

0
39

ნორვეგიელი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, “მანჩესტერ იუნაიტედს” მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაწვრთნის. ეს ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

„მას შემდეგ, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის დროებით მწვრთნელად დაინიშნა, “მანჩესტერს” საოცარი შედეგები ჰქონდა. მან მისცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი და გუნდს რწმენა დაუბრუნა. ის კარგად იცნობს გუნდის ისტორიასა და კულტურას. ვფიქრობ, ის არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, “მანჩესტერი” წინ წაიყვანოს“, – განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.