ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ზაფხულში 3 წამყვან ფეხბურთელს გაყიდის.
Il Mattino-ს ცნობით, “სამეფო კლუბი” კაზემიროს, მარსელოს და ისკოს გაასხვისებს. მარსელოს და ისკოს დამატებას “იუვენტუსი” შეეცდება, ხოლო კაზემიროსთვის “ნაპოლი” იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზინედიზ ზიდანი “რეალში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იგი რამდენიმე ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება.
