მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები ცნობილია

0
51

ჩინეთის ქალაქ შენჟენში, მსოფლიოს საკალთბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში თანაბრად გადანაწილდა:

A ჯგუფი – კოტ დ’ივუარი, პოლონეთი, ვენესუელა, ჩინეთი
B ჯგუფი – რუსეთი, არგენტინა, კორეა, ნიგერია
C ჯგუფი – ესპანეთი, ირანი, პუერტო რიკო, ტუნისი
D ჯგუფი – ანგოლა, ფილიპინები, იტალია, სერბეთი
E ჯგუფი – თურქეთი, ჩეხეთი, ამერიკა, იაპონია
F ჯგუფი – საბერძნეთი, ახალი ზელანდია, ბრაზილია, მონტენეგრო
G ჯგუფი – დომინიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, გერმანია, იორდანია
H ჯგუფი – კანადა, სენეგალი, ლიტვა, ავსტრალია

ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა. მსოფლიო ჩემპიონატი 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამერიკის ნაკრებია, რომელმაც 2014 წელს ფინალში სერბეთი დაამარცხა.