გიორგი ჩაკვეტაძე “დღის ტალანტის” მთავარი გმირია

0
70

იტალიური გამოცემა calcioweb.eu საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას გვთავაზობს. 19 წლის ფეხბურთელი რუბრიკა “დღის ტალანტის” მთავარი გმირი გახდა.

“გიორგი ჩაკვეტაძე დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. ის შესანიშნავი შემტევი ნახევარმცველია და ფლანგზე თამაშიც შეუძლია.
ის კლასიკური ათიანის სტილისაა და კარგი ფანტაზია მისი მთავარი იარაღია. ხშირად ბურთი სიღრმიდან ამოაქვს და შეტევას შესანიშნავად ავითარებს. იშვიათად უშვებს შეცდომებს და ბურთი ფეხზე იქამდე აქვს, სანამ საჭიროა. ჩაკვეტაძეს აქვს მოედნის კარგი ხედვა. ამ კომპონენტებით კაკას ჰგავს, თუმცა მისგან განხვავებული შემტევი სტილი აქვს.
კარგი თამაშის გამო ბევრმა ევროპულმა კლუბმა მიაკითხა “გენტს”, რათა ამ ახალგაზრდა კაცზე მეტი ინფორმაცია გაეგოთ. გიორგი ჩაკვეტაძით “ბარსელონა”, “ტოტენჰემი”, “დორტმუნდი”, “რომა” და “ლაციო” ინტერესდებიან და რაც უნდა მოხდეს, რომელიმე გრანდთან შეთანხმება შედგება”, – წერს გამოცემა.

გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმე კვირაა ტრავმირებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება შვეიცარიასთან (23 მარტი) და ირლანდიასთან (26 მარტი) ევროპირველობის შესარჩევ მატჩებში.